სოფლის მეურნეობის სამინისტროში სასათბურე მეურნეობის მესამე ფორუმი გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროში სასათბურე მეურნეობის მესამე ფორუმი გაიმართა
15:56 27.12.2012
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) მხარდაჭერით, დღეს სასათბურე მეურნეობების მესამე ფორუმი გაიმართა.
ფორუმი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ილია კვიტაიშვილმა გახსნა.

,,სასათბურე მეურნეობების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს საკმაოდ მომგებიანი სექტორია, მაგრამ დიდი ინვესტიციებია ამისთვის საჭირო. საქართველოს კარგი პოტენციალი აქვს განავითაროს ეს სექტორი და ადგილობრივი წარმოების პროდუქციით სრულიად დააკმაყოფილოს ჩვენი ბაზარი. დღეისთვის არასეზონური პროდუქციის იმპორტი დიდია, მაგრამ სასათბურე მეურნეობების აქტიურად განვითარება, საშუალებას მოგვცემს იმპორტი ადგილობრივი წარმოებით სრულად ჩავანაცვლოდ“ - განაცხადა ილია კვიტაიშვილმა.
ფორუმს ფერმერები, სასათბურე მეურნეობების ოპერატორები, ტექნიკისა და ტექნოლოგიების მომწოდებლები, ასევე ფინანსური ინსტიტუტების და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბეჭდვა