დედაქალაქის ზოგიერთი უბანი დღეს ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს
დედაქალაქის ზოგიერთი უბანი დღეს ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს
10:16 27.12.2012
სარემონტო სამუშაოების გამო, 27 დეკემბერს 10 - დან 17 საათამდე, დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ტრანსპორტის და მირცხულავას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ.

დღესვე, 10 საათიდან 14 საათამდე, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება ვაჟა-ფშაველას გამზირის და ვაჟა-ფშაველას IV და VI კვარტლების მაცხოვრებლებს.
კომპანია "თელასის" ცნობით, ქვესადგურში "ზღვისპირეთი," სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 27 დეკემბერს 10 - დან 17 საათამდე, ელექტრომომარაგება ზედამზის, ლაითურის, ბუგეულის, გორდის და თოდრიას ქუჩების მაცხოვრებლებსაც შეეზღუდებათ.


ბეჭდვა