ეროვნულ არქივში მიღება გაიმართა
ეროვნულ არქივში მიღება გაიმართა
18:50 26.12.2012
საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ეროვნულ არქივში, დღეს იმ მოქალაქეების მიღება გაიმართა, რომლებმაც ბოლო წლებში ეროვნულ არქივს, მათ საოჯახო არქივებში
დაცული ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე დოკუმენტები საჩუქრად გადასცეს.

მოწვეულ სტუმრებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ეროვნული საარქივო ფონდის გამდიდრებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეროვნული არქივისთვის ნაჩუქარი დოკუმენტები შინაარსის მიხედვით მრავალფეროვანია.

ამ მასალებისგან, რიგ შემთხვევაში, შეიქმნა პირადი ფონდები, ნაწილი კი დაემატა იმ
კოლექციებს, რომელიც ეროვნულ საარქივო ფონდში უკვე არსებობდა.

დოკუმენტების მიღების შემდეგ ეროვნული არქივის ცენტრალურ არქივებში მასალები საარქივო
წესით დამუშავდა, შედგა აღწერები და ისინი ხელმისაწვდომი გახდა მკვლევართათვის.

დღევანდელ ღონისძიებაზე ეროვნული არქივის მიერ გამოცემული 2013 წლის კალენდრის პრეზენტაციაც გაიმართა . მასში `საქინფორმის~ კოლექციაში დაცული ფოტოეტიუდებია გამოყენებული.

ბეჭდვა