26 დევნილი ოჯახი ახალ ბინაში შესახლდა
26 დევნილი ოჯახი ახალ ბინაში შესახლდა
18:46 26.12.2012
აფხაზეთიდან დევნილი 26 ოჯახი, ახალ ბინებში სესახლდა, რითაც გახმაურებული ბაქოს ქუჩისა და ნგრევადი „ბამბის ნართის“ პრობლემა ამოწურულია.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ნგრევად ობიექტში - „ბამბის ნართი“ დევნილები რისკის ქვეშ ცხოვრობდნენ, 2 დღის წინ კი, ავარიული შენობის ნაწილიც ჩამოიშალა, თუმცა არავინ დაშავებულა. ეს ის დევნილები არიან, რომლებიც თვეების წინ ბაქოს ქუჩა N 1-ში უნდა გადასულიყვნენ საცხოვრებლად, თუმცა, მათთვის განკუთვნილ შენობაში სხვები შეიჭრნენ.

დევნილებს ახალმოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ მიულოცა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დევნილი მოსახლეობას სამინისტროს მიმართ ნდობა დაუბრუნდა, დიალოგი შედგა და ფართის გამოთავისუფლება უმტკივნეულოდ დამთავრდა. დევნილების თქმით, ბედნიერები არიან, რომ 18 წლიანი ლოდინის შემედგ ახალ წელს საკუთარ, ახალ ბინაში ხვდებიან.

დევნილთა ტრანსპორტირება და ბარგის გადაზიდვა დევნილთა სამინისტრომ უზრუნველყო.

ბეჭდვა