საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში სტუდენტური კონფერენცია გაიმართება
საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში სტუდენტური კონფერენცია გაიმართება
17:53 26.12.2012
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი), ხვალ სტუდენტური კონფერენცია გაიმართება.
ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, მცხეთა - თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრების 35 და დაბადების 80 წლისთავს ეძღვნება.
კონფერენციაზე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები წარმოადგენენ თემებს ეკლესიის ისტორიის, ღვთისმეტყველების, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, პედაგოგიკისა და საეკლესიო სამართლის შესახებ.
კონფერენცია საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება და ის 12 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა