გამოკითხულთა 66,7 პროცენტი იმედოვნებს, რომ დამდეგი წელი წინა წელთან შედარებით უკეთესი იქნება
გამოკითხულთა 66,7 პროცენტი იმედოვნებს, რომ დამდეგი წელი წინა წელთან შედარებით უკეთესი იქნება
17:48 26.12.2012
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ 19 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ დამდეგი ახალი წელი 2012 წელზე უკეთესი იქნება.

კითხვაზე - „ როგორი იქნება თქვენი აზრით, მომავალი წელი წინა წელთან შედარებით“, გამოკითხვაში მონაწილეთა 66,7 პროცენტმა უპასუხა, რომ 2013 წელი, მიმდინარე წელთან შედარებით, უკეთესი იქნება, 20,8 პროცენტს კი მიაჩნია, რომ 2013 წელს არაფერი შეიცვლება.

დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა, გამოკითხვის მონაწილეთა 12,5 პროცენტს გაუჭირდა.

ბეჭდვა