„დემოკრატიული მოძრაობა“ ყაზახეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
„დემოკრატიული მოძრაობა“ ყაზახეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
17:19 26.12.2012
პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“, ყაზახეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის მიერ განცდილი კატასტროფის გამო, რის შედეგადაც არსებული მონაცემებით ეკიპაჟის 7 წევრი და 20 სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა, მათ შორის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი პოლკოვნიკი ტურგანბეკ სტამბეკოვი.
„დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს ყაზახ ხალხს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“ - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.


ბეჭდვა