ინკლუზიურ განათლებაში ორი ნოვაციური პროექტი განხორციელდება
ინკლუზიურ განათლებაში ორი ნოვაციური პროექტი განხორციელდება
12:51 26.12.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს, USAID-ის და ორგანიზაცია ,,Save the Children“-ის დახმარებით ინკლუზიურ განათლებაში ორ მნიშვნელოვან ინიციატივას - ყრუთა განათლების რეფორმას და საუნივერსიტეტო კომპონენტის გაძლიერებას განახორციელებს.

ამ ინიციატივების ფარგლებში, დღეს მასწავლებლის სახლში, 2012 წელს განხორციელებული აქტივობები შეჯამდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ყრუთა განათლების რეფორმის ფარგლებში, განვლილ პერიოდში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება ჟესტურ ენასთან დაკავშირებით, სმენის პრობლემის მქონე ბავშვებისათვის შეიქმნა სახელმძღვანელოები, სკოლის პედაგოგებისათვის ჟესტური ენის სწავლების 3 დონიანი კურსები ჩატარდა, მოხდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლებში ჩატარდა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და აყვანილი იქნა დამატებითი სპეციალისტები, შეიქმნა ყრუთა განათლების მოდელი და საუნივერსიტეტო დონეზე მომავლი მასწავლებლებისათვის ყურთა განათლების კომპონენტის გაძლიერება მოხდა.
სამინისტროს ინფორმაციითვე, საუნივერსიტეტო დონეზე ინკლუზიური და სპეცგანათლების სწავლების გაძლიერების მიზნით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპეციალური მასწავლებლის სამაგისტრო პროგრამა დაინერგება.

ბეჭდვა