საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი
11:44 26.12.2012
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა, დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
საზოგადოებრივი მაუწყებლობის საბჭომ კანდიდატებზე გუშინ საღამოს უკვე იმსჯელა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი არ არის. საბჭოს წევრებს გენერალური დირექტორის არჩევა მეორე ტურში გასული 5 კანდიდატიდან მოუწევთ.
კანდიდატებს შორისაა თინათინ რუხაძე, მეგი თავდუმაძე, გიორგი ბარათაშვილი, ნიკოლოზ მახარაშვილი და ნათია აბრამია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ჭანტურიამ ეს პოსტი პირადი გადაწყვეტილებით დატოვა. მისი ადგილის დასაკავებლად პირველ ტურში 143 კონკურსანტი იბრძოდა.
შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსთა სამინისტროს მონიტორინგის სამსახური შევიდა.

ბეჭდვა