კულტურის სამინისტროში მრგვალი მაგიდა გაიმართება
კულტურის სამინისტროში მრგვალი მაგიდა გაიმართება
11:25 26.12.2012
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, დღეს რიგით მეხუთე მრგვალი მაგიდა გაიმართება, რომლის თემაც, უმაღლესი სახელოვნებო საგანმათლებლო დაწესებულებების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განსაზღვრის - საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის დაბრუნება იქნება.

შეხვედრას სამივე სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და კულტურის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრები დაესწრებიან.

მრგვალი მაგიდა დღეს 16 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა