გრიბოედოვის თეატრში პრემიერა გაიმართება
გრიბოედოვის თეატრში პრემიერა გაიმართება
11:16 26.12.2012
საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "რუსული კლუბი" და თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრი, სპეკტაკლის "12 თვე" პრემიერას წარმოადგენენ.
სპექტაკლი სამუილ მარშაკის ზღაპრის მიხედვით ახალგაზრდა სანკტ-პეტერბურგელმა რეჟისორმა დიმიტრი პავლოვმა დადგა.
"რუსული კლუბის" ინფორმაციით, ჩვენება საქველმოქმედოა და მას ბავშვთა სახლების, სკოლა-ინტერნატების და სარეაბილიტაციო ცენტრების აღსაზრდელები ნახავენ.
პრემიერას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II დაესწრება, რომელიც ასევე გახსნის გამოფენას, სახელწოდებით "ჩემო კარგო ქვეყანავ".
სპექტაკლს მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია დაესწრება.
პრემიერა 28 დეკემბერს გაიმართება.

ბეჭდვა