გარემოს დაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
11:15 26.12.2012
გარემოს დაცვის სამინისტროში, პროექტზე „გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის ეროვნულ მოქმედებათა პროგრამის კონვენციის სტრატეგიასთან და ეროვნული მოხსენების კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა“, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სემინარის მთავარი მიზანი, დაინტერესებულ მხარეთათვის პროექტის მიზნების და მისაღები შედეგების გაცნობა იყო. აგრეთვე, განიხილეს ეროვნული მოხსენების პროექტის და მისი საბოლოო ვარიანტის მიღება, რათა იგი გაუდაბნოებასან ბრძოლის კონვენციის სამდივნოს წარედგინოს.

გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სემინარს ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბეჭდვა