გია გორგოძე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს
გია გორგოძე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს
16:54 25.12.2012
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, დღეს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. დელეგატებმა ამ თანამდებობაზე ყოველთვიურ ჟურნალ „ათიანი“ - ს მთავარი რედაქტორი გია გორგოძე აირჩიეს.
ელგუჯა ბერიშვილი, ვინც სსჟა-ს ბოლო ოცი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა, კენჭისყრაში არ მონაწილეობდა. საპრეზიდენტო არჩევნებში გორგოძეს სამი კონკურენტი პაატა ნაცვლიშვილი, ოთარ გიორგაძე და დავით თავართქილაძე ჰყავდა.
„ჩვენ უამრავი გეგმა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, თქვენი დახმარებით ყველას განვახორციელებთ. ჩემი სურვილია, რომ ქართველი სპორტული ჟურნალისტები ერთ დიდ ოჯახად ვიქცეთ" - განაცხადა გია გორგოძემ.

მანვე დელეგატებს თავის გუნდი გააცნო. ბიძინა ბარათაშვილი და ირაკლი თავაძე სსჟა-ს ვიცე-პრეზიდენტები იქნებიან, ილია ბაბუნაშვილი კი გენერალური მდივანი.

სსჟა-ს ახალი პრეზიდენტის თქმით, სპორტულ ჟურნალისტთა პირველი შეკრება მაისში გაიმართება.

ბეჭდვა