„სილქნეტსა“ და ილიაუნს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„სილქნეტსა“ და ილიაუნს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
16:23 25.12.2012
კომპანია „სილქნეტსა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი, რამდენიმე მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

კონკრეტულად კი, სილქტივის მენიუში განთავსდება ილიას უნივერსიტეტის სალექციო კურსის ვიდეო არქივი, ასევე მემორანდუმის ფარგლებში აკადემიურ პერსონალთან თანამშრომლობით მომზადდება ახალი სალექციო კურსი, რომელსაც კომპანიის სპეციალისტები ჩაატარებენ. პროექტში ჩართულნი იქნებიან სტუდენტებიც, რომლებიც გაივლიან სტაჟირებას კომპანია სილქნეტში.

ვიდეო-ლექციების და ვიდეო-გაკვეთილების შექმნაზე კი უნივერსიტეტთან არსებული სტუდია იმუშავებს.



ბეჭდვა