გამოკითხულთა 40 პროცენტი მიიჩნევს, რომ ახალმა ხელისუფლებამ ყველაზე დიდ წარმატებას სამართლებრივ სფეროში მიაღწია
გამოკითხულთა 40 პროცენტი მიიჩნევს, რომ ახალმა ხელისუფლებამ ყველაზე დიდ წარმატებას სამართლებრივ სფეროში მიაღწია
16:05 25.12.2012
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ 18 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 40 პროცენტი მიიჩნევს, რომ ახალმა ხელისუფლებამ ყველაზე დიდ წარმატებას, სამართლებრივ სფეროში მიაღწია.
კითვაზე, „თქვენი აზრით, რომელ სფეროში მიაღწია ახალმა მთავრობამ ყველაზე საგრძნობ წარმატებას“ გამოკითხვაში მონაწილეთა 40 პროცენტმა უპასუხა, რომ ეს სამართლებრივი სფეროა, 4 პროცენტი კი მიიჩნევს რომ ახალმა ხელისუფლებამ წარმატებას ეკონომიკური კუთხით მიაწია, მოანაწილეთა 8 პროცენტს მიაჩნია, რომ ახალმა ხელისუფლებამ წარმატებას სხვა სფეროში მიაღწია.
დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხვაში მონაწილეთა 48 პროცენტს გაუჭირდა.

ბეჭდვა