ეროვნულ არქივში მიღება გაიმართება
ეროვნულ არქივში მიღება გაიმართება
15:32 25.12.2012
იუსტიციის სამინიტროს ეროვნული არქივი, იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ეროვნულ არქივს საჩუქრად, მათ საოჯახო არქივებში დაცული ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე დოკუმენტები გადასცეს, მიღებას გამართავს .

არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრება.

ეროვნული არქივისთვის ნაჩუქარი დოკუმენტები შინაარსის მიხედვით მრავალფეროვანია. ამ მასალებისგან, შეიქმნა პირადი ფონდები, ნაწილი კი დაემატა იმ კოლექციებს, რომელიც ეროვნულ საარქივო ფონდში უკვე არსებობდა. დოკუმენტების მიღების შემდეგ საისტორიო, უახლესი ისტორიისა და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივებში მასალები საარქივო წესით დამუშავდა, შედგა აღწერები და ისინი მკვლევართათვის ხელმისაწვდომი გახდა.

ამავე ღონისძიების ფარგლებში ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაიმართება 2013 წლის კალენდრის პრეზენტაცია, სადაც `საქინფორმის~ კოლექციაში დაცული, 1960-1990-იან წლებში გადაღებული ფოტოეტიუდებია შესული.


ბეჭდვა