ინტრონიზაციის 35 წლისთავი პატრიარქს პრეზიდენტმა პირადად მიულოცა
ინტრონიზაციის 35 წლისთავი პატრიარქს პრეზიდენტმა პირადად მიულოცა
15:05 25.12.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, ინტრონიზაციის 35 წლისთავი პირადად მიულოცა.
პრეზიდენტი აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვასაც დაესწრო.
სვეტიცხოვლის ტაძარში პრეზიდენტთან ერთად საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები და თბილისის მერი გიგი უგულავა იმყოფებოდნენ.

ბეჭდვა