„დემოკრატიული მოძრაობა“ კათოლიკურ სამყაროს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს
„დემოკრატიული მოძრაობა“ კათოლიკურ სამყაროს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს
15:00 25.12.2012
„დემოკრატიული მოძრაობა“ ყველა კათოლიკეს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
„ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ტოლერანტობისა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა მშვიდობიანი და მეგობრული, მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების ნამდვილი მაგალითია. საქართველო ოდითგანვე მრავალი აღმსარებლობის წარმომადგენელთა სამშობლოა და ყველა მათგანს ამ ქვეყნის სიყვარული აერთიანებს. „დემოკრატიული მოძრაობა“ ჩვენს თანამოქალაქე კათოლიკეებს ულოცავს დღევანდელ ბრწყინვალე დღესასწაულს, კეთილდღეობა და სიხარული არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს“ - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებული მილოცვის ტექსტში.

ბეჭდვა