განათლებისა სამინისტროს წარმომადგენლები პედაგოგიური საბჭოების თავმჯდომარეებს შეხვდნენ
განათლებისა სამინისტროს წარმომადგენლები პედაგოგიური საბჭოების თავმჯდომარეებს შეხვდნენ
13:10 25.12.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დღეს, თბილისის სკოლების პედაგოგიური საბჭოების თავმჯდომარეებს შეხვდნენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი სკოლებში პედაგოგიური საბჭოების საქმიანობასა და მის ფუნქციებს შეეხო.
ალუდა გოგლიჩიძის განცხადებით, პედაგოგიური საბჭო, სკოლის დირექტორთან ერთად, დაწესებულებაში მიმდინარე ყველა პროლცესზეა პაუხისმგებელი და შესაბამისად, მისი როლი სასკოლო ცხოვრებაში დიდია.
სამინისტროს ინფორმაციითვე, მინისტრის მოადგილემ 300-მდე პედაგოგს ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში განსახორციელებელ სიახლეებზე სამინისტროს ხედვა გააცნო. ალუდა გოგლიჩიძემ პედაგოგთა რეკომენდაციები და წინადადებებიც მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

ბეჭდვა