მარგველაშვილმა მანდატურის ახალი უნიფორმის ესკიზების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
მარგველაშვილმა მანდატურის ახალი უნიფორმის ესკიზების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
13:04 25.12.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსმა ლევან აბაშიძემ, დღეს მანდატურების უნიფორმის ესკიზების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
20 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი სპეციალურმა კომისიამ, რომელიც ცნობილი დიზაინერებით, მხატვრებითა და სხვა ცნობადი სახეებით იყო დაკომპლექტებული - გამოავლინა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გამარჯვებულებს საჩუქრად ელექტრონული წიგნები (ქინდლი) გადაეცათ, ხოლო მათი ესკიზების საფუძველზე, პროფესიონალი დიზაინერები მანდატურის ახალ უნიფორმას შექმნიან.
განათლებისა და მეცნიერების სამინისიტროს მანდატურის სამსახურმა წამახალისებელი კონკურსი მანდატურის ახალი უნიფორმის შექმნასთან დაკავშირებით 12 ნოემრიდან გამოაცხადა. მანდატურის სამსახურში სულ 1000-მდე განაცხადი შევიდა, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სკოლებიდან.

ბეჭდვა