რამდენიმე ქუჩას სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება
რამდენიმე ქუჩას სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება
11:53 09.03.2012
თბილისის ნაწილს დღეს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, კერძო სექტორში  ინდივიდუალური გამრიცხველიანების გამო, დღეს 20:00 საათამდე, გლდანი-ნაძალადევის რაიონში ჯანჯღავასა და ანდრონიკაშვილის ქუჩებს და სოფელ გიორგიწმინდას წყლის მიწოდება შეუწყდება.

წყალმომარაგება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე კუმისის, ნინოშვილის, ფოცხვერაშვილის, რომის, ფიროსმანის, გოგი დოლიძის, ჩუბინიშვილის, თევდორე მღვდლისა და გორის ქუჩებს და დავით აღმაშენებლის გამზირზეც შეზღუდვით განხორციელდება.

შეზღუდვა ვაკე-საბურთალოს რაიონში შატბერაშვილის ქუჩა ს და ისანი-სამგორის რაიონში კაიროს ქუჩასაც შეეხება.

12:00-15:00 საათებში სასმელი წყალი გლდანის 2 მ/კ რაიონსაც არ მიეწოდება.




ბეჭდვა