კულტურის სამინისტროში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება
კულტურის სამინისტროში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება
11:13 25.12.2012
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია, დღეს საკომპოზიტორო და სამუსიკათმცოდნეო დარგებში კონკურსის გზით გამოვლენილ გამარჯვებულებს ნომინაციებში - „წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები“ და „წლის საუკეთესო სამუსიკათმცოდნეო ნაშრომი,“ ფულად პრემიას და დიპლომებს გადასცემს.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჯილდოებასთან ერთად დაგეგმილია ჟურნალ „მუსიკის“ მე-4 ნომრის პრეზენტაციაც.
დაჯილდოების ცერემონიალი დღეს, 16:00 საათზე გაიმართება

ბეჭდვა