დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს წყლის მიწოდება შეუწყდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს წყლის მიწოდება შეუწყდება
10:41 25.12.2012
გადაუდებელი საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთი
უბანი, დღეს წყალს შეზღუდვით მიიღებს.

კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, დღეს, 1200 მმ-იან მაგისტრალურ
წყალდენზე გადაუდებელი საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაა დაგეგმილი.

მაგისტრალური წყალდენი დიღმის ველზე, საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზეა დაზიანებული.

აღნიშნული მიზეზით, დღეს, 12:00 საათიდან 26 დეკემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ლიუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების ბოლო ნაწილს, „დიღომი 7“-ს, „დიღომი 8“-ს,„დიღომი 9“-ს, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩას, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე დაწესებულებებს, აშშ-ის საელჩოს შენობას, თაბუკაშვილის, ლესელიძის, ვერცხლის, ნაკაშიძის, დიუმას, ერეკლე II-ის, ყავლაშვილისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს შეფერხებით მიიღებს ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის ქუჩა და ფერდობი, ბაგები, ვაკის ზედა დასახლება, მთაწმინდა-კრწანისის რაიონი, კოჯორი, კიკეთი, წყნეთი, წავკისი, ტაბახმელა და შინდისი.

წყალმომარაგება შეეზღუდება აგრეთვე სოფელ გლდანს, გლდანულას, გაზის, კონიაკის, მუხიანის სამხედრო და ცენტროლიტის დასახლებებს, ასევე გლდანის III, IIIა, V, VI, VII, VIII მ/რაიონებს, თემქის III მ/რაიონს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 გლდანის საპატიმროს და „ჰაიდელბერგცემენტის“ ბეტონის ქარხანას.

საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას კომპანიის ტექნიკური ბრიგადები დღეს დილიდან შეუდგნენ.

ბეჭდვა