ბიძინა ივანიშვილი კათოლიკეებს შობის დღესასწაულს ულოცავს
ბიძინა ივანიშვილი კათოლიკეებს შობის დღესასწაულს ულოცავს
10:34 25.12.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს კათოლიკე მოქალაქეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
მილოცვა პრემიერმა თავისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
„დღეს მსოფლიოს ქრისტიანული სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს. მილიონობით ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი დღეა. ეს არის მაცხოვრის დაბადების, ახალი ერის დაწყების დღე – ამ დღემ მთლიანად შეცვალა კაცობრიობის ისტორია, შეცვალა ადამიანი, მისი აზროვნება, ცხოვრების წესი, დამოკიდებულება სამყაროსადმი, სიცოცხლისადმი, მოყვასისადმი, ამან მისცა დასაბამი ევროპულ ცივილიზაციას. დღევანდელი დღე მინდა მოვულოცო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ყველას, ვინც დღეს – 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის დღესასწაულს. მინდა გისურვოთ ბედნიერი მომავალი, სიხარული, წარმატება და კეთილდღეობა. მრავალი შობა გეზეიმოთ მშვიდობიან და ერთიან საქართველოში“ - ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

ბეჭდვა