აკაკი წერეთლის სახელობის თეატრში სპექტაკლ „ირინეს ბედნიერება“-ს პრემიერა გაიმართება
აკაკი წერეთლის სახელობის თეატრში სპექტაკლ „ირინეს ბედნიერება“-ს პრემიერა გაიმართება
10:25 25.12.2012
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, დღეს დავით კლდიაშვილის სპექტაკლის - „ირინეს ბედნიერება“ პრემიერა გაიმართება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სპექტაკლის რეჟისორი საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დიპლომანტი ჯაბა პაპუაშვილია. წარმოდგენა დავით კლდიაშვილის 150 წლის იუბილეს ეძღვნება.
სპექტაკლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის „დიპლომანტი რეჟისორები საქართველოს რეგიონულ თეატრებში“ ფარგლებში გაიმართება.
პრემიერას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქარუმ წერეთელი და სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელი ზაზა სოფრომაძე დაესწრება.
წლის მანძილზე საქართველოს რეგიონების ოთხ (ბათუმის, ქუთაისის, ახალციხის, თელავის) თეატრში ახალგაზრდა რეჟისორთა წარმოდგენები უკვე დაიდგა.

პრემიერა დღეს 18:00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა