დედაქალაქის ზოგიერთი უბანი დღეს ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს
დედაქალაქის ზოგიერთი უბანი დღეს ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს
10:22 25.12.2012
სარემონტო სამუშაოების გამო, 25 დეკემბერს 10 - დან 18 საათამდე, დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას, თევდორე მღვდლის, ევდოშვილის, ვახუშტის, სოხუმის, ზუგდიდის, ცემის, მთისძირის, ყარყარაშვილის, უშაკოვის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ.

11 -დან 16 საათამდე კი, ელექტროენერგიის მიწოდება, ნუცუბიძის IV და V მიკრორაიონების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და მხატვრების დასახლების მაცხოვრებლებს შეუწყდებათ.
დღესვე, ქვესადგურში "ნავთლუღი" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 - დან 18 საათამდე ელექტროენერგია ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11-დან 13 საათამდე კი, მოსკოვის გამზირის, II ნავთლუღის დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის, ქინძმარაულის, ქიზიყის, ქაიროს და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს შეუწყდებათ.

ბეჭდვა