სამოქალაქო განათლების პროგრამაში კიდევ 260 სკოლა ჩაერთვება
სამოქალაქო განათლების პროგრამაში კიდევ 260 სკოლა ჩაერთვება
11:37 09.03.2012
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და კავკასიაში USAID-ის მისიის   დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი სასკოლო-სამოქალაქო განათლების ხარისხის ამაღლებასა და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების ჩართვას ითვალისწინებს. პროგრამაში 500-მდე სკოლა მონაწილეობს. USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტში დამატებით 260 სკოლა ჩაერთვება.

სამოქალაქო განათლების პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება.



ბეჭდვა