თსუ-ში საველე ექსპედიციების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება
თსუ-ში საველე ექსპედიციების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება
17:49 24.12.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა საველე ექსპედიციების ანგარიში და არტეფაქტების გამოფენა გაიმართება.
უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოხსენებებს, სვანეთის, ლაზიკის, მელიღელეს, გრაკლიანი გორის, ბერთაყანის, დოღლაურის, ხოვლე გორის, ტაო-კლარჯეთისა და გუდამაყრის ექსპედიციების შესახებ, ექსპედიციის ხელმძღვნელები წაიკითხავენ.
2007 წლიდან თსუ-ში 50-ზე მეტი საველე ექსპედიცია განხორციელდა არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, ფოლკლორის, ლინგვისტიკის მიმართულებით. საველე ექსპედიციების ანგარიში ყოველი წლის ბოლოს ეწყობა.
ღონისძიება 26 დეკემბერს დასრულდება.

ბეჭდვა