ხვალ პატრიარქის აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება
ხვალ პატრიარქის აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება
15:28 24.12.2012
ჯანო კახიძის მუსიკალურ ცენტრში, ხვალ სრულიად საქართველის კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საიუბილეო საღამოს წმინდა სინოდის წევრები, უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის მოადგილეები მარინე მიზანდარი და ალექსანდრე მარგიშვილი, მრჩეველთა საბჭოს წევრები-მანანა ბერიკაშვილი, გოგი გეგეჭკორი, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, ქარუმ წერეთელი დაესწრებიან.
კონცერტში მონაწილეობას ანსამბლი „რუსთავი“, თბილისის სიმფონიური ორკესტრი, თბილისის ოპერის თეატრისა და კონსერვატორიის გაერთიანებული გუნდი მიიღებს.
კონცერტი ხვალ 20:00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა