ილიაუნიში სპეკტაკლის „ევრიკიდე“ პრემიერა გაიმართება
ილიაუნიში სპეკტაკლის „ევრიკიდე“ პრემიერა გაიმართება
15:24 24.12.2012
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში, ჟან ანუის ცნობილი პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის „ევრიდიკე” პრემიერა გაიმართება.
„ილიაუნი“-ის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ჟან ანუის „ევრიდიკე“ გამორჩეულად ბედნიერი პიესაა, თეატრები მას ხშირად და სიამოვნებით მიმართავენ.
ორფეოსისა და ევრიდიკეს ამბავი ერთ–ერთი ყველაზე ძველი ლეგენდაა სიყვარულზე – გველის ნაკბენისაგან გარდაცვლილი ევრიდიკე მომღერალმა ორფეოსმა იმ ქვეყნიდან გამოიხსნა. ჟან ანუის ვერსიაში კი ორფეოსი მოხეტიალე მევიოლინეა, ევრიდიკე – ღარიბი მსახიობების ქალიშვილი, მოქმედება კი მეოცე საუკუნის 40–იანი წლების ფრანგულ პროვინციაში ვითარდება.
სპექტაკლში, ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ითამაშებენ.
სპექტაკლი 28, 29 და 30 დეკემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა