„თი ბი სი ბანკი“ მუსიკალურ საღამოს გამართავს
„თი ბი სი ბანკი“ მუსიკალურ საღამოს გამართავს
15:04 24.12.2012
„თი ბი სი გალერეაში“, ხვალ მუსიკალური საღამო გაიმართება.

„თი ბი სი ბანკის“ პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მუსიკოსები- ელისო ბოლქვაძე, დავით ალადაშვილი და დინი ვირსალაძე მიიღებენ.

საღამოზე დაუკრავენ ასევე კლასიკური მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლებიც.

მუსიკალური საღამო ხვალ 20:00 საათზე გაიმართება.




ბეჭდვა