რიკოთისა და ჯვრის უღელტეხილებზე მოძრაობა თავისუფალია
რიკოთისა და ჯვრის უღელტეხილებზე მოძრაობა თავისუფალია
11:21 09.03.2012
დიდთოვლობის მიუხედავად, ქვეყნის ყველა საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება.

როგორც "ნიუსპრესს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ცენტრალური მაგისტრალები თავისუფალია და ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები არ არის დაწესებული. ასევე, მოძრაობა თავისუფალია უღელტეხილებზეც.

დიდთოვლობის გამო , სპეციალური ტექნიკა საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მაგისტრალები ინტენსიურად იწმინდება.

სინოპტიკოსების ცნობით , 12 მარტამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით თოვა გაგრძელდება. დღეისთვის რიკოთის უღელტეხილზე თოვლის საფარი 3 მეტრს, ხოლო ჯვრის უღელტეხილზე 2 მეტრს აჭარბებს.

ბეჭდვა