თსუ-ში „ვიქტორინა 2012“-ის ფინალური ტური გაიმართება
თსუ-ში „ვიქტორინა 2012“-ის ფინალური ტური გაიმართება
18:08 21.12.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხვალ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული „ვიქტორინა 2012“-ის ფინალური ტური გაიმართება.

თსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფინალში, ნახევარფინალურ ტურში გამარჯვებული თბილისის და საქართველოს რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ.
ვიქტორინა გუნდური პრინციპით ტარდება. თითოეულ გუნდში 6 მონაწილეა. მოსწავლეები სხვადასხვა სირთულის კითხვებს, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგებიდან უპასუხებენ.

ვიქტორინის ფინალში მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.


ბეჭდვა