განათლების სამინისტროში პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა კონფერენცია გაიხსნა
განათლების სამინისტროში პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა კონფერენცია გაიხსნა
17:50 21.12.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა კონფერენცია გახსნეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის ჩატარებული ტრენინგების შეჯამებასა და პროფესიულ კოლეჯებს შორის მასწავლებელთა გამოცდილების გაზიარებას ეძღვნება. წელს პირველად, მასში მონაწილეობას პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ.
პროფესიული სასწავლებლის მასწავლებელთათვის, წელს არაერთი მნიშვნელოვანი ტრენინგი ჩატარდა. მათ შორის, სასწავლო პროცესში სწავლების ინტერაქტიული მეთოდებისა და ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
ახლო მომავალში დაგეგმილია პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა აკადემიური საჭიროებების კვლევა, რომლის შედეგებიც მასწავლებელთა განვითრებისთვის საჭირო ღონისძიებებს დაედება საფუძვლად.

ბეჭდვა