განათლების სისტემაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ, საქართველოს კათალიკოს - პატრიარქს ილია მეორეს, ინფორმაციას სისტემატიურად მიაწვდიან.
ამის შესახებ გადაწყვეტილება წმინდა სინოდის სხდომაზე იქნა მიღებული.
სხდომაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, განათლების ცენტრის მუშაობის შესახებ დასვა საკითხი, ხოლო განათლების ცენტრის თავმჯდომარის, მიტროპოლიტ იოანეს მოკლე მოხსენების შემდეგ წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ განათლების ცენტრმა სისტემატურად მიაწოდოს სრული ინფორმაცია კათოლიკოს-პატრიარქსა და წმინდა სინოდს განათლების სისტემაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.
