დევნილები დაკავებულ ფართს ნებაყოფილობით ტოვებენ
დევნილები დაკავებულ ფართს ნებაყოფილობით ტოვებენ
12:04 21.12.2012
ბაქოს ქუჩა N 1-ში შეჭრილი დევნილები, თვითნებურად დაკავებულ ფართს ნებაყოფლობით ტოვებენ.

დევნილებმა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ სამინისტრო დროებით ქირით გაიყვანს, შემდეგ კი დევნილთა ნაწილი (18 ოჯახი), ვისაც გადაუდებელი აუცილებლობა გააჩნია და ფართის განაწილების კრიტერიუმების მიხედვით ეკუთვნის დაკმაყოფილება, ახალ ფართში შესახლდება, რომლის რეაბილიტაციას სამინისტრო 2 თვეში დაასრულებს. დანარჩენები დევნილები კი სამინისტროს საერთო სტრატეგიის შესაბამისად დაკმაყოფილდებიან.

თვითნებურად დაკავებული ფართის დაცლას და დევნილთა გადაყვანას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე პირადად აკვირდებოდა. მინისტრმა დევნილ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა .

„მინდა, მადლობა გადავუხადო დევნილებს, რომლებთანაც შედგა ჩვენი ადამიანური ურთიერთობა, შედგა ჩვენი დიალოგი და აღსდგა ნდობა სამინისტრის მიმართ. შესაბამისად, პოლიციის ჩარევის გარეშე, ჩვენ შევთანხმდით და მიმდინარეობს შენობის გამოთავისუფლება“ - აღნიშნა დავით დარახველიძემ.

დევნილი მოსახლეობისთვის ტრანსპორტის დაქირავება და ბარგის გადაზიდვა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უზრუნველყო.

ბეჭდვა