წმინდა სინოდის განჩინებით, უცხოეთში ქართველოლოგიური ცენტრები ჩამოყალიბდება
წმინდა სინოდის განჩინებით, უცხოეთში ქართველოლოგიური ცენტრები ჩამოყალიბდება
11:46 21.12.2012

საქართველოს საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე, უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებში ქართველოლოგიის დღევანდელ მდგომარეობაზე იმსჯელეს,

რის შემდეგაც მგდომარეობა არასახარბიელოდ იქნა მიჩნეული.
წმინდა სინოდის დადგენილებით, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში შეიქმნება ცენტრი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიასთან, ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სხვა სასწავლებლებთან ერთად იმუშავებს, რათა უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში და დაწესებულებებში ქართველოლოგიური ცენტრები ჩამოყალიბდეს.
აღნიშნული ცენტრები საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს ისტორიასთან და მეცნიერების სხვა, ჩვენთვის მნიშვნელოვან, დარგებთან დაკავშირებული საკითხების ობიექტურ წარმოჩენას შეუწყობენ ხელს.

 

ბეჭდვა