უწმინდესი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დაჯილდოვდა
უწმინდესი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დაჯილდოვდა
10:45 21.12.2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი -წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დაჯილდოვდა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება წმინდა სინოდის სხდომაზე იქნა მიღებული.
"წმინდა სინოდმა თხოვნით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქს და ერთხმად დაადგინა: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის დაბადების 80 წლისთავსა და აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და ერის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის, დაჯილდოვდეს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი: წმინდა გიორგის ოქროს ორდენით" - ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.

ბეჭდვა