სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში,“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებული პროცესების მონიტორინგის შედეგების ანგარიშს წარმოადგენს.
სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით დისკუსია გაიმართება.
პრეზენტაცია დღეს, 12:00 საათზე გაიმართება.
