ჩუღურეთისა და კრწანისის რაიონების ნაწილს ხვალ ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.
შეზღუდვა სარემონტო სამუშაოების გამო ხორციელდება. ამის შესახებ "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს.
ელექტროენერგიის მიწოდება 01:00- 06:00 საათებში აღმაშენებლის გამზირს, მარჯანიშვილის, კონსტიტუციის, უზნაძის, არაგვისპირელის, ხეთაგუროვის, ჩხეიძის, ჯავახიშვილის, გორკისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებს შეეუწყდება.
შეზღუდვა შეეხება ოპერისა და ბალეტის თეატრს, "თი-ბი-სი" ბანკს, კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ცენტრალურ ფოსტას, სასტუმრო "რედისონს", სასტუმრო "თორს", მიხაილოვის სახელობის საავადმყოფოს, კარდიოლოგიურ საავადმყოფოს, სისხლის გადასხმის ინსტიტუტს, ეპილეფსიის ცენტრს, მე-2 სამშობიარო სახლს, ალადაშვილის სახელობის კლინიკას, განათლების სამინისტროს, სათნოების სახლს "კათარზი" და ლუდის ქარხანა "ყაზბეგს".
