საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი გახდა.
პრეზიდენტის არჩევნებში, ხაბელოვმა 59 ხმა, მისმა კონკურენტმა გია ნაცვლიშვილმა კი 43 ხმა მიიღო.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი დაიკავებს, ვიცე-პრეზიდენტები კი ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი იქნებიან.