კულტურის სამინისტრო თანამშრომელთა შესაძლო შემცირების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
კულტურის სამინისტრო თანამშრომელთა შესაძლო შემცირების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
18:33 20.12.2012
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უარყოფს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, თანამშრომელთა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.
„პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, პრემიერ-მინისტრის დავალებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში თანამშრომელთა შესაძლო შემცირების თაობაზე სინამდვილეს არ შეეფერება და მსგავსი მეთოდები არ შეესაბამება ახალი ხელისუფლების მართვის პრინციპებს“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო პოზიციითვე, ისინი მიესალმებიან ჯანსაღ კრიტიკას, ხოლო „უპასუხისმგებლო და დეზინფორმაციული“ განცხადებები განხილულ იქნება, როგორც სამინისტროს წინააღმდეგ მიმართული შავი პიარი.


ბეჭდვა