კულტურის სამინისტრო „ნიჭიერთა ათწლედის“ დირექტორს დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს
კულტურის სამინისტრო „ნიჭიერთა ათწლედის“ დირექტორს დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს
18:17 20.12.2012
კულტურის სამინისტრო “ნიჭიერთა ათწლედი”-ს დირექტორის, თამარ შენგელიას ღია წერილთან დაკავშირებით, განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ წერილში მოყვანილი ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით სამინისტროს ხელმძღვანელობის დისკრედიტაციას ისახავს.
„ინფორმაცია დაწესებულების ბიუჯეტის შემცირების შესახებ მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, ვინაიდან 2012 წელს არსებული 960 000 ლარის ნაცვლად “საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტით “ნიჭიერთა ათწლედისათვის” გათვალისწინებულია 1 460 000 ლარი (სასწავლებლის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად), რაც წარმოადგენს დაფინანსების ზრდას 500 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სამუსიკო სასწავლებლის ხელმძღვანელობას, გონივრული მართვის პირობებში, 2013 წელს ექნება საკმარისი ფინანსური რესურსი დასახული მიზნების განსახორციელებლად“ - ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

ბეჭდვა