პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში ქართული ენის სახლს გახსნიან.
სახლში ქართული ენის შესწავლა ნებისმიერი ასაკის პირს შეეძლება. სპეციალური პროგრამები უკვე მზადაა.
დღეს 2 ახალი სკოლის - იორმუღანლოსა და ლამბალოს საჯარო სკოლების მშენებლობასაც ჩაეყრება საფუძველი. აქამდე, ლამბალოს 1000-მდე მოსწავლე, ოჯახებში, საგანგებოდ მოწყობილ საკლასო ოთახებში სწავლობდა. რამდენიმე წელია, იორმუღანლოს 1200-მდე მოსწავლე ორ ცვლაში, ერთ სასწავლო კორპუსში სწავლობს.
