საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ, მიმდინარე წლის 13 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად,
გამოკითხვაში მონაწილეთა 75 პროცენტი, 26 მაისის ამბების გამოძიებასთან დაკავშირებით, „სახალხო კრების“ მოთხოვნას ეთანხმება.
კითხვაზე - „ეთანხმებით თუ არა ,,სახალხო კრების" მოთხოვნას, 26 მაისის მოვლენების გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებასთან დაკავშირებით“, გამოკითხვაში მონაწილეთა 75 პროცენტმა დადებითად უპასუხა, 10,7 პროცენტი კი, საპირისპირო პოზიციას აფიქსირებს.
დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა, გამოკითხვაში მონაწილეთა 14,3 პროცენტს გაუჭირდა.