საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველთა რიცხვი, ამ დროისთვის 138 კაცამდე გაიზარდა.
მაუწყებლის დირექტორობის მსურველთა შორის სხვადასხვა პროფესიის და სამუშაო გამოცდილების ადამიანები არიან.
სამეურვეო საბჭო, განაცხადებიდან, მეორე ტურში გადასაყვან კანდიდატებს შეარჩევს.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გია ჭანტურიამ თანამდებობა 14 დეკემბერს დატოვა, მანამ კი, 7 ნოემბერს, ტელევიზიაში ფინანსთა სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი შევიდა.