დედაქალაქის ზოგ რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დედაქალაქის ზოგ რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება
16:55 20.12.2012
სარემონტო სამუშაოების გამო, 21 დეკემბერს 11 - დან 14 საათამდე, ჩუღურეთის და ვაკის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა მეუნარგიას და ზაქრაძის ქუჩების, ასევე ნუცუბიძის პლატოს IV და V მიკრორაიონების მაცხოვრებლებს შეეხებათ.

ხვალვე, ქვესადგურში "სოლოლაკი," სარემონტო სამუშაოების გამო, 10 - დან 18 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება აბესაძის, დიუმას, ყავლაშვილის, ლესელიძის, ვერცხლის და პუშკინის ქუჩების მაცხოვრებლებს შეუწყდებათ.

ბეჭდვა