ილიაუნში კონფერენცია გაიმართება
ილიაუნში კონფერენცია გაიმართება
16:52 20.12.2012
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია ხვალ და ზეგ გაიმართება.

ილიაუნის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე ინსტიტუტის თანამშრომლები 2012 წლის სამეცნიერო მუშაობის შედეგებს წარმოადგენენ.

მოხსენებები ინსტიტუტის მუშაობის ყველა ძირითადი მიმართულების - ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, საქართველოსა და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიული და კულტურული ურთიერთობების, საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიისა და თანამედროვე მდგომარეობის - აქტუალურ საკითხებს მოიცავს.

ბეჭდვა