გორის ყოფილი 12-ე საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა,
რომლებიც 17 დეკემბერს ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, დახმარების სახით პირველადი მოხმარების საგნები მიიღეს.
სამინისტროს ინფორმაციით, 15 დევნილ ოჯახს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (გლუკი) და დევნილთა სამინისტროს დახმარებით, სხვადასხვა დასახელების პირველადი მოხმარების საგნები გადაეცათ.
დაზარალებულ მოსახლეობას, მინისტრი დავით დარახველიძე და გლუკის პროგრამის ხელმძღვანელი ანნე-კირსტენ გარბე თავად შეხვდნენ.
დაზარალებული ოჯახები დროებით ყოფილი სამხარეო პოლიციის ადმნიისტრაციულ შენობაში განთავსდნენ.
როგორც მინისტრმა დავით დახარველიძემ აღნიშნა, დაზარალებული დევნილები ახალ ფართში მალე გადავლენ.
„დევნილებს აქ დარჩენა მაქსიმუმ 3 კვირა მოუწევთ. შემდეგ კი ჩვენს მიერ რეაბილიტირებულ შენობაში გადავლენ, რომელიც მათი მუდმივი საცხოვრებელი იქნება“ - აღნიშნა მინისტრმა.
