გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში საკადრო ცვლილებები გრძელდება
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში საკადრო ცვლილებები გრძელდება
14:46 20.12.2012
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალური დირქტორის მოადგილემ გიორგი კობერიძემ, ქუთაისში, თანამშრომლებს წყალმომარაგების ახალი მენეჯერი - ბექა ყანჩელი წარუდგინა.
„მოგახსენებთ, რომ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ქუთაისში 2013 წელს მასშტაბური სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, რაც მთელი ქუთაისის სტაბილურ, უწყვეტ წყალმომარაგებას ისახავს მიზნად. ამიტომ კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინ იქნება აქ მენეჯერი, ვინ გაუძღვება ამ სამუშაოებს. მიგვაჩნია, ქუთაისის რეგიონალური ფილიალის ახალი მენეჯერი ყველა თავის ვალდებულებას ღირსეულად შეასრულებს. 2013 წელი გარდატეხის წელი იქნება ქუთაისში წყალმომარაგების პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტის თვალსაზრისით“ - განაცხადა გიორგი კობერიძემ.

ბეჭდვა